Friday, January 25, 2013



უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი სხვადასხვა სტრუქტურებში ბოლო წლებში განხორციელებული ოპტიმიზაციითაა გამოწვეული.

სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებისა და მსოფლიოში ბიზნესის რეგულაციის მიხედვით, მსოფლიო ბანკმა საქართველო ყველაზე აქტიურ რეფორმატორულ ქვეყნად დაასახელა.

გასულ წელს მსოფლიო ბანკის რეიტინგში ბიზნესის წარმართვის სიმარტივის მიხედვით, საქართველომ 174 ქვეყანას შორის მე-13 ადგილი დაიკავა, წელს ამ რეიტინგში საქართველო უკვე 12-ე ადგილზეა.

საქართველოს ყველაზე დიდი თავის ტკივილი უმუშევრობაა. ყველაზე მეტად დღეს ჩვენს ქვეყანას აწუხებს დასაქმების პრობლემა და შესაბამისად სიღარიბესთან ბრძოლაა. როდესაც ქვეყანაში არის 900 ათასი სიღარიბის ზღვარს მიღმა ადამიანია , ე.ი. ჩვენ უნდა დავიწყოთ ფიქრი იმაზე და უკვე დაწყებულია, რომ რეალურად ნომერ პირველ პრიორიტეტად იქნას აღიარებული დასაქმება.
დროა სათანადო ყურადღება მივაქციოთ მცირე და საშუალო ბიზნესს. ამ მხრივ, ახალ საგადასახადო კოდექსში მცირე ბიზნესის სასარგებლოდ რეალურად იქნა ნაბიჯები გადადგმული. მცირე ბიზნესი არ უნდა იბეგრებოდეს, როგორც მაგალითად მსხვილი ბიზნესი. ანუ, თუ ჩვენ გვინდა რეალურად დასაქმების პრობლემა მნიშვნელოვნად მოვხსნათ, საგადასახადო ტვირთი უნდა შევუმციროთ მცირე ბიზნესს.სწორედ ეს აისახა საგადასახადო კოდექსში. მცირე ბიზნესისთვის შემოსავალზე იქნება 5%-ი. ეს ძალაში შევა ახალი წლიდან, 2011 წლის 1 იანვრიდან
სტატისტიკის დეპარტამენტის მიხედვით, მილიონ ცხრაასი შრომისუნარიანი ადამიანიდან დასაქმებული მხოლოდ ექვსასი ათასამდეა. შესაბამისად უმუშევარი სამი ათასამდე ადამიანია, ანუ თექსვმეტი  პროცენტი შრომისუნარიანი მოსახლეობისა.
ეს ჩემი აზრით საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. მე ვფიქრობ, რომ დასაქმება ნომერ პირველ პრიორიტეტად უნდა იქნას აღიარებული. ყურადღება უნდა მიექცეს მცირედ და საშუალო ბიზნესს. მიცრე ბიზნესი არ უნდა იბეგრებოდეს, ისევე როგორც მსხვილი ბიზნესი. ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნება  მეტი სამუშაო ადგილები რომ იყოს სტუდენტებისათვის. მართალია საქართველოში სხვა ქვეყნებთა შედარებით სწავლა გაცილებით იაფია, თუმცა საზღვარგარეთ სტუდენტებს და მოსწავლეებსაც აქვთ საშუალება იმუშავონ და თავად გამოიმუშავონ სწავლის გადასახადი და საარსებო თანხა. ჩემი აზრით, სტუდენტთა დასაქმება საკმაოდ მნიშვნელოვანია. სტუდენტები ჩვენი ქვეყნის მომავალია. მათი განათლება და მიღწევები კი ასევე ჩვენი სიამაყე იქნება.
ინფორმაცია აღებულია ამ საიტიდან